ცნობილია - რამდენი იქნება კარლო ანჩელოტის ხელფასი ბრაზილიის ნაკრებში

6 hours ago 3

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი სათავეში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება.

გამოცემა Globo Esporte-ს ცნობით, ბრაზილიის ნაკრები იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებმდე გაუფორმებს.

ირკვევა, რომ მისი წლიური გასამრჯელო 10 მილიონი ევრო იქნება, იმდენი, რამდენიც დაახლოებით მადრიდის "რეალში" აქვს. 

გარდა ამისა, კარლო კიდევ 5 მილიონს პრემიის სახით იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ბრაზილია მუნდიალს მოიგებს.

აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრები პირველ მატჩს 5 ივნისს ეკვადორის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა