ცნობილია, რამდენი ხანი ვერ შეძლებს თოფურია სპორტში დაბრუნებას

10 hours ago 2

ესპანური მედიის ცნობით, ენდი ფოსტერი, კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიის დირექტორი, ასახელებს იმ დროს, რომლის განმავლობაშიც ილია თოფურია ვაშინგტონში მიღებული ტრავმების გამო ბრძოლებს ჩამოშორდება.

კალიფორნიის შტატის ათლეტურმა კომისიამ (CSAC) ჯასტინ გეიჯისთან სასტიკი ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიასთვის დისკვალიფიკაციის (შეჩერების) პერიოდი გამოაცხადა. ილიამ ბრძოლა ორივე ორბიტალური ძვლისა და ცხვირის მოტეხილობით დაასრულა.

Mundo Deportivo-ს თანახმად, ვაშინგტონში ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, თოფურიამ CSAC-ისგან 180-დღიანი ვადა მიიღო, რაც ორგანიზაციის მიერ დადგენილი მაქსიმუმია. ანუ ილია შემდეგ ბრძოლას ამ პერიოდის განმავლობაში ვერ გამართავს.

გარდა ამისა, ქართველ-ესპანელ მებრძოლს მოუწევს სამედიცინო შეფასება გაიაროს ყბა-სახის ქირურგთან, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოქტაგონზე დარტყმებისგან ორბიტალური ძვლების ორი მოტეხილობა მიიღო.

დღეს დილით გამოცემა Mundo Deportivo-მ ილია თოფურიას ტრავმების სამედიცინო ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც დიაგნოზია დასმული მალაგის ჰოსპიტლის ექიმისა და მალაგის სამედიცინო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ექიმ ხოსე ანტონიო ტრუხილიოს მიერ. ექიმს მიაჩნია, რომ 2026 წლისთვის „ელ მატადორის“ ოქტაგონზე დაბრუნება შეუძლებელია და ხანგრძლივ და რთულ აღდგენით პროცესზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მოთმინება გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ ოქტაგონზე ესპანელ-ქართველი მებრძოლის გაუმჯობესებული ვერსია ვიხილოთ.

სრულად წაკითხვა