ცნობილია, რამდენი ხნით აეკრძალა ილია თოფურიას ჩხუბი

6 hours ago 3

MMA Junkie-მ კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიის აღმასრულებელი დირექტორისგან, ენდი ფოსტერისგან, სამედიცინო დისკვალიფიკაციების სრული სია მიიღო.

საუბარია UFC Freedom 250-ის მონაწილე მებრძოლებზე, რომელთა შორის ილია თოფურიაცაა.

„ელ მატადორი“ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რის გამოც 60 დღის განმავლობაში კონტაქტური ვარჯიშებისა და სპარინგების გამართვის უფლება არ აქვს. გარდა ამისა, თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნება და ჩხუბის გამართვა 180 დღით აუკრძალეს, თუმცა, თუ ყბა-სახის ქირურგისგან, შემოწმების შემდეგ, ნებართვას მიიღებს და მას ოფიციალურად წარადგენს, ვალდებული არ იქნება, 180 დღის გასვლას დაელოდოს.

„ილია თოფურია: დისკვალიფიცირებულია 180 დღით ან ყბა-სახის ქირურგის მიერ ნებართვის გაცემამდე“, — წერს MMA Junkie მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

იგივე ვითარებაშია ჯასტინ გეიჯიც. მას 45-დღიანი სავალდებულო დასვენება გამოუწერეს და 180-დღიანი პერიოდიც მისცეს. გეიჯის ოქტაგონზე დაბრუნება მას შემდეგ შეეძლება, რაც მარჯვენა ხელის მაჯასა და მარცხენა მუხლზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგებს წარადგენს, რომლებზეც დაზიანება არ იქნება გამოვლენილი.

წყარო: ​palitravideo.ge/​​​

სრულად წაკითხვა