ცნობილია - როდის დაუბრუნდება მბაპე მოედანს

3 hours ago 1

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, სავარაუდოდ, სულ მალე დაუბრუნდება აქტიურ თამაშს.

როგორც ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიასმა სოციალურ ქსელში დაწერა, ფრანგი სუპერვარსკვლავი ლა ლიგის უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩისთვის – ესპანეთის თასის ფინალისთვის მზად იქნება.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მბაპე გამოტოვებს „რეალისა“ და „ხეტაფეს“ დაპირისპირებას, თუმცა მოედანზე დაბრუნებას 26 აპრილს გეგმავს, როდესაც სევილიაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ესპანეთის თასის ფინალი გაიმართება.

24 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში უკვე დაამტკიცა თავისი კლასი – მან 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლის გატანასთან ერთად, 5 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. მბაპე „ლოს ბლანკოსს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა