უმარ ნურმაგომედოვის მერაბ დვალიშვილთან განცდილი მარცხის შემდეგ, ხშირად ისმოდა საუბრები შესაძლო რემატჩზე, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია სხვაგვარად ვითარდება.
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე ცნობილია, რომ ოქტომბერში კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება, რაც UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იქნება.
პარალელურად, ინფორმაცია გავრცელდა უმარ ნურმაგომედოვის მომავალზე. როგორც თავად სპორტსმენმა და ხაბიბ ნურმაგომედოვმაც დაადასტურეს, დაღსტანელი მებრძოლი ოქტაგონს 26 ოქტომბერს დაუბრუნდება.
მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბრძოლა ოქტომბრის ბოლოს შედგება. ეს დაპირისპირება უმარისთვის მნიშვნელოვანი შანსი იქნება, რათა დვალიშვილთან წაგების შემდეგ დაკარგული პოზიციები აღიდგინოს და ტიტულისკენ სვლას დაუბრუნდეს.