თბილისში 7 დეკემბერს ალტ ინფოს მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციასთან, ე.წ. “არაბულ ინვესტიციასთან” და მასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს და მძიმე შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე:
“🔴 ცოტა რამ 7 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე სახელწოდებით ,,არა არაბიზაციას”.
თავდაპირველად განვმარტავ, რომ ვემიჯნები ნებისმიერი სახის ან ფორმის ფობიას და დისკრიმინაციას ეთნიკური, რელიგიური ან სხვა მიმართულებით.
ასევე ვემიჯნები ნებისმიერ ხელშეკრულებას და ინვესტიციას, რომლის მიხედვით არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შესაძლოა დაუშვას ისეთი სახის მშენებლობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, მათ შორის, ზღუდავს აბორიგენი ან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს.
ახლა ქრონოლოგიურად:
2023 წლის 25 იანვარს – Emaar Group (და მისი პარტნიორი Eagle Hills) და ,,ქართული ოცნება” დათანხმდნენ საინვესტიციო თანამშრომლობას.
2025 წლის 27 იანვარს – საქართველოში გავლენიანმა არაბული ჯგუფებმა, მათ შორის, Emaar-Eagle Hills, გააფორმეს მემორანდუმი 6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტებზე (უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით).
2025 წლის თებერვალ-მარტში – აღნიშნული საინვესტიციო გეგმა კვლავ იქნა ხაზგასმული როგორც ისტორიული და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი.
2024 წლის 15 მარტს – მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ბიუჯეტში „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 35 მლნ ლარით გაიზარდა დაფინანსება ისეთ სკოლებსა და დაწესებულებებისთვის, რომელიც ეკუთვნის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, საპატრიარქოს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციების საერთო ფონდმა შეადგინა ~ 67 მლნ ლარი.
2025 წელს საპატრიარქოს დაფინანსებამ 68 მილიონი ლარია. ამას ემატება 1 ლარად ან საჩუქრად გადაცემული მიწის ნაკვეთები და საჩუქრების სახით უძრავი და მოძრავი ქონება, ხელშეუხებელი ბიზნესსაქმიანობა ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის პროსტიტუცია და სხვა.
2025 წლის 22 აპრილს, მოძრაობა „ალტ-ინფომ“ დაარეგისტრირა ახალი პოლიტიკური პარტია, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი – აჰმედ ალნუაიმი საქართველოში ჩამოსული იყო უკვე მეოთხეჯერ 2023 წლიდან მოყოლებული, რომელთაგან 2025 წელს იყო 3-ჯერ.
გაერთიანებული საამიროების ელჩის – აჰმედ ალნუაიმის საქართველოში ჩამოსვლის დაგეგმვას პროტოკოლით დაახლოებით სჭირდება 2 კვირიდან ერთ თვემდე.
2025 წლის 7 დეკემბრის აქციის აქტიური დაანონსება დაიწყო დაახლოებით 2.5 – 3 კვირის წინ, ხომ?
ჩაწერეს ვიდეომიმართვები, ჩაიდო ფინანსები და არც თუ ისე ცოტა და 2025 წლის 7 დეკემბერს მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად მოაწყეს აქცია ეროვნული და რელიგიური დროშებით.
იმ სასულიერო პირებთან ერთად, რომელთა დიდი უმეტესობა ჯიბეში უზის ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართული ოცნება” გულუხვად ანაყრებს საქართველოს ბიუჯეტიდან.
იმ სასულიერო პირებთან ერთად, რომლებსაც არასდროს გამოუხატავთ წუხილი იგივე ტატუნაშვილის მკვლელობაზე, რუსთაველზე დასისხლიანებულ ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე თავდასხვაზე და სხვა.
იმ ალტ-ინფოსთან ერთად, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გარიგებაში შევიდა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან 1 მანდატის სანაცვლოდ.
რაში სჭირდებოდა ,,ქართულ ოცნებას” 2025 წლის 22 აპრილს დაარსებული ,,კონსერვატიული” პარტია?
პოლიტიკური მირაჟის შესაქმნელად, რომ მრავალპარტიულია, რეალურად კი სახეზე გვაქვს ერთპარტიული ხელისუფლება სატელიტი პარტიებით.
გაერთიანებული საამიროების ელჩის – აჰმედ ალნუაიმის საქართველოში ჩამოსვლისთვის მავანს პერფომანსი სჭირდებოდა და ეს პერფორმანსი შედგა 7 დეკემბერს.
რისთვის? დიიდი ფულისთვის.
მერწმუნეთ მჯერა, რომ ბევრი თქვენთაგანი გულწრფელად მიხვედით ალტ ინფოს დაანონსებულ აქციაზე სახელწოდებით ,,არა არაბიზაციას” და გულწრფელად გჯერათ, რომ სამშობლოს დასაცავად გახვედით რუსთაველზე, მაგრამ მერწმუნეთ, სამწუხაროდ ისევე გამოგიყენეს, როგორც 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი თაღლითების ხროვა გპირდებოდათ: მილიონს თითო სოფელს, ქარხანა-ფაბრიკებს, ემიგრანტების დაბრუნებას, კომუნალური გადასახადების გაიაფებას და სხვა.
ასე, რომ ნუღარ გამოაყენებინებთ ნურავის თავს“, – წერს შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.

1 week ago
14







English (US) ·
Georgian (GE) ·