„როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისე მისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის] ეს ყველაფერი იყო სამწუხარო დასანახი. რა თქმა უნდა, პირადად თვითონაც დაინტერესდება, თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია. ვერბალურიც და ფიზიკური ძალადობაც დაიწყო გახარიას პარტიის წევრებმა...“ - თქვა ცოტნე ივანიშვილს.
ჟურნალისტებმა მას რამდენჯერმე ჰკითხეს, რას ფიქრომდა მისი მამა, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
„მგონი შეუძლებელია, ათასგვარი განსხვავებული აზრი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან არასასიამოვნო, ძალიან სამწუხარო და ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის. ისევე, როგორც მამაჩემისთვის - მისი რეაქცია თუ გაინტერესებთ, ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება.
მეც დაგისვით რამდენჯერმე კითხვა - რას ემსახურებოდა, რა ინტერესი იყო მეორე მხარეს, როცა ისინი პროვოკაციას ეწეოდნენ?!..“ - თქვა მან პასუხად.
მასალა განახლდება

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·