"ცრემლები ვერ შევიკავე, როცა ეს ამბავი გავიგე" - რას ამბობენ "ნაპოლის" ფანები ხვიჩას შესაძლო წასვლაზე

3 hours ago 2

როგორც იცით, ბოლო დღეებია ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენთან" აქტიურად აკავშირებენ.

აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა გამოცემამ დაადასტურა და არის შანსი ტრანსფერი იანვარშივე შედგეს.

ამ ამბავს "ნაპოლის" ფანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. 

"ცრემლები ვერ შევიკავე, როცა ეს ამბავი გავიგე. ამ მოკლე დროში ხვიჩამ დიდი ისტორია დაწერა. 

"გული ძალიან მატკინა, მაგრამ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი დავრჩები. 

"მან რაც გააკეთა, ფასდაუდებელია. წარმოუდგენელი ემოციები მაჩუქა მე და მთელს ნეაპოლს.

"ქართველი ბიჭი, ჯადოქარი და მოვლენა, რომელიც ნეაპოლის გმირად იქცა. 

"რთულია, ემოციები გარეშე შეხედო ამ ამბავს. ადამიანი, რომელმაც ნეაპოლელების ოცნება აასრულა და სკუდეტო მოგვაგებინა. 

"მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ხვიჩას. თავისი სახელი ნაპოლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა", - წერენ "ნაპოლის" ფანები.

სრულად წაკითხვა