WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

08.10.202608.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ადვოკატი ჯუბა ქათამაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ უწყება ცრუობს. ის პენიტენციურს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ, მინიმუმ არ წაშალონ ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლებზეც შეხვედრაა ასახული.

7 ოქტომბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ადვოკატს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.

პენიტენციურმა კი დღევანდელ განცხადებაში განმარტა, როდის ეცნობა უწყების თანამშრომელი კორესპონდენციის შინაარსს.

„ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არც ერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა.

სივრცეში სადაც მოვლენები ვითარდებოდა დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ. მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემ მიერ მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დასაცავი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დოკუმენტირება, მათზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, რომლის შეზღუდვაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებული პირის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას“, – დაწერა ქათამაძემ.

იხილეთ ასევე: