WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

როცა ქვეყნის წინა პრემიერ-მინისტრი მოქმედ პრემიერ-მინისტრზე ამბობს, რომ ის მისი ვარაუდით, ადამიანებს კლავს და ნიღბავს თვითმკვლელობით, ის და სუს-ის ყოფილი უფროსი, თუ რაც იყო, ეს რა თქმა უნდა, შეკითხვებს აღძრავს. ეს შეკითხვები უნდა დაესვას როგორც ღარიბაშვილს, ასევე მდინარაძეს და კობახიძეს. 

საერთოდ არ ვიცი ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ ის არის გარდაცვლილი, მაგრამ ადამიანი პრაქტიკულად იძლევა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, განცხადებას აკეთებს – შეუძლებელია ამან არ დაგაინტერესოს, ნებისმიერი ადამიანი ხომ არ არის, რიგითი მოქალაქე, ეს კაცი იყო პრემიერ-მინისტრი. მე პირდაპირ ვამბობ, ეს კაცი რომ ამას ამბობს, კი ბატონო, გამოიძიონ, მე რაში მკითხავენ ვერ ვიგებ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, ვისაც არ უნდა ეთქვა, მაინც დავსვამთ კითხვებს. 

ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ვისაც კითხავენ, არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს, ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მეასე დაკითხვა მაინც არის. მიზანი ის არის, რომ გააშავონ ღარიბაშვილი, წარმოაჩინონ, რომ მე ვუჭერ მხარს, არ ვუჭერ მხარს, ფაქტების კონსტანტაციაა მხოლოდ, რაც თქვა ის შეკითხვებს აჩენს, ერთი და მეორე, პრობლემა აქვთ – შიში ოხერია, ცუდ ნერვულ პალასაზეა ივანიშვილი და კობახიძე მით უმეტეს. 

ამას რომ ყოფილი პრემიერი ამბობს, “რუსთავი 2-ს” და “იმედს” ვუსვამ შეკითხვას, ეს ინტერესს არ იმსახურებს?”