„ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, გარდაცვლილი 17 წლისაა“ – კიდევ ერთი ავარია და ისევ მსხვერპლი

10 hours ago 1

ასპინძა- ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 24 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით – „ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გარდაცვლილი 2008 წელს დაბადებულია“.

ერთი დაშავებული ახალქალაქის კლინიკაში შეიყვანეს, როგორც კლინიკაში განგვიმარტეს ახალგაზრდა მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. იგი დღეს თბილისში გადაიყვანეს.

შსს–ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე.

სრულად წაკითხვა