WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22.10.202622.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამაზ გოლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბედის შესახებ”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

ცხინვალი ითხოვს, თბილისში ჯაშუშობაში ბრალდებული გოლოევი “წითელმა ჯვარმა” მოინახულოს

„ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხებს არ გვაძლევენ. მხოლოდ იმას გვატყობინებენ, რომ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, თუმცა ამ სხდომების შედეგები ჩვენთვის უცნობია“, – თქვა კოჩიევმა.

მისი თქმით, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ გოლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ქართული მხარის განცხადებები გოლოევის ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის შესახებ ნდობას არ იწვევს“, – თქვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კოჩიევმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გოლოევის მონახულებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეძლებენ.

თამაზ გოლოევი თბილისში 2026 წლის 22 აპრილს დააკავეს. მას ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე დღეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს „პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა და თბილისს გოლოევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.