ბარსელონამ ყველასთვის მოულოდნელად ლა ლიგაში აუტსაიდერ ლას პალმასთან საკუთარ კედლებში 1:2 წააგო, რის შემდეგაც კომენტარი რაფინიამ გააკეთა.
ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ბევრი საკითხია, რასაც არასწორად ვაკეთებთ. იმდენად ვბრაზობ, რომ ჩემს გოლზე არც კი ვფიქრობ.
- თქვა რაფინიამ.
სხვათა შორის, კომენტარი მედიასთან ჰანსი ფლიკმაც გააკეთა. მისი თქმით, ის ბარსელონაში გასამართლებელი მიზეზების დასანერგად არ მოსულა და კლუბმა სიტუაციის გამოსწორება აუცილებლად უნდა შეძლოს.