ძალიან დიდი აღირება - ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში დააფასეს

1 month ago 7

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანული საფეხბურთო გამოცემა "კიკერმა" მეორე ბუნდესლიგის პირველი წრე შეაფასა და ტრადიციული სია შეადგინა, სადაც ფეხბურთელები კლასიფიცირებულები არიან.

"კარლსრუეს" ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძე ამ ფორვარდთა შორის პირველ ადგილზე განამწესეს.

ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან "კიკერის" სიაში ბევრი ვერ ხვდება.

“მეორე ბუნდესლიგაში საკმაოდ ხარისხიანი ფორვარდები თამაშობენ. სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ თავდამსხმელებიდან Rangliste-ში 17 მოთამაშე შევიყვანეთ. პირველი კი ბუდუ ზივზივაძეა, რომელმაც გოლების რაოდენობითაც გაგვაოცა და არა მარტო ამით!

ჩვენი რედაქციის შეფასებით, 17-დან 11-მა ფორვარდმა “ბრწყინვალეთა” შორის მოხვედრა დაიმსახურა. ბუდუ ზივზივაძეს 12 გოლთან ერთად 4 საგოლე პასიც ჰქონდა. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც უკვე დატოვა მეორე ბუნდესლიგა და "ჰაიდენჰაიმში" გადავიდა, გოლების გარდა კიდევ ბევრი რამის გამო დაიმსახურა ასეთი შეფასება და პირველი ადგილი - ისეთი კრიტერიუმების გამო, რაც თანამედროვე ცენტრფორვარდს უნდა ჰქონდეს: ძლიერია შეტევების დასრულებაში, გამოირჩევა კარგი საგოლე ალღოთი, აქვს კარგი თვალი, დროულად ხედავს თანაგუნდელებს და როგორც ცენტრფორვარდი, პირველი დამცველის რანგშიც ძალიან ბეჯითია.”, - წერს გამოცემა ქართველზე.

სრულად წაკითხვა