“ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც…“ – ბექა გოჩიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს

3 hours ago 1

მუსიკოს ბექა გოჩიაშვილს ოჯახის ახლობელი გარდაეცვალა, სამწუხარო ინფორმაციას ის თავად ავრცელებს.

“ალბათ მიხვდებოდით რომ ძალიან დიდი ტკივილის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. თათა იყო იმ ოჯახის შვილი ვის ხელშიც ფაქტიურად მეც და ჩემი ძმაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, თათაც ჩვენს თვალწინ იზრდებოდა. გარდა ნათელმირონული კავშირის ამ ოჯახთან, არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვახსოვს არც ერთი მომენტი მათ გარეშე . იგივე მწუხარების და ტკივილის ნაწილია ჩემი მთელი ოჯახიც.

3 წლის განმავლობაში სარკომას ებრძოლა გმირულად, თავის გმირ მშობლებთან ერთად. თათას დასახმარებლად კონცერტის სახით გვერდში დამიდგნენ ჩემი უძვირფასესი მეგობრები ვისაც აქვე ვუხდი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას; თემურიკო დიასამიძე, ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე, ნიკოლოზ რაჭველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, საბა ქასრაშვილი, Cozy K, გიო კაპანაძე, ხატია ქორიძე, ლუკა თოფურია და ზაქარია ჭელიძე.

ერთი რამე დაგვრჩენია ყველას, აქ დატოვებული დიდი ტკივილის გამტარებლებს, რომ თათას შვებამ გაგვაძლიეროს და მისი ფიზიკურად დანაკლისი სულიერად შევივსოთ.

სრულად წაკითხვა