WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16

ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:

ძალიან უცნაურია სამხარაულის დასკვნა სკოლასთან დაკავშირებით. მუშაობდა ერთადერთი ინჟინერ-ექსპერტი.

მთელი დასკვნა საუბრობს ისეთ დაზიანებებზე, რომელთა აღმოფხვრა არაა რთული. მთელი დასკვნა აღწერს რეაბილიტაციის, და არა დემონტაჟის საჭიროებას.

და უცებ, ბოლო აბზაცში ამბობს, რომ კანონი იძლევა საშუალებას, მესამე კატეგორიის დაზიანება აიწიოს მეოთხეზე, რადგან – სეისმომედეგობა არაა უზრუნველყოფილი და არაა რენტაბელური სკოლის რეაბილიტაციაო.

რეაბილიტაციის რენტაბელურობა უნდა შეაფასოს სამინისტრომ. ექსპერტმა უნდა მიაწოდოს რიცხვები – რა ჯდება რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები და რა ჯდება თავიდან აშენება. დასკვნაში არანაირი რიცხვები არაა. ერთმა ადამიანმა როგორ შეაფასა ამხელა სამუშაოების ღირებულება?

“აღნიშნული დაზიანებების ინტენსიურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება III კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილების მუხლი 2; პუნქტი 2-ის შესაბამისად შენობას ენიჭება ვარგისიანობის IV კატეგორია, მისი კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ შენობის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია და მიზანშეწონილია მოხდეს მისი დემონტაჟი, შესაბამისი სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე”.

გამოდის, რომ არაფერი ისეთი არ სჭირს სკოლას, რომ უცებ თავზე დაენგრეს ბავშვებს, თუ სერიოზული მიწისძვრა არ იქნება. და მიწისძვრა თუ იქნება, სხვა სკოლები გინახავთ? მოსთხოვეთ მედიამ განათლების სამინისტროს ყველა სკოლის სეისმომედეგობის შეფასება – აქვს?

ასევე, გირჩევთ მოითხოვოთ 2018-2019 წლებში ჩატარებული მასშტაბური შეფასების დასკვნა და პროგრამა “მნე”-დან ამოღებული მონაცემები – იქ არის სკოლის ძალიან დეტალური შეფასება, საჭირო რეაბილიტაციის ხარჯებიანად და თითოეული კომპონენტის მდგომარეობით. ერთი ადამიანი კი არა, დიდი ჯგუფი იკვლევდა ყველა სკოლას. შევხედოთ – რა შეიცვალა ამ წლებში სეისმომედეგობის თვალსაზრისით?

ან სამინისტროს უცებ შფოთვები დაეწყო და მიწისძვრის შეეშინდა, ან უნდა დავიჯეროთ, რომ ვიღაცა ამ ტერიტორიას უმიზნებს. მოცემული დასკვნა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ასე უცებ არ შეწყვეტილიყო სწავლა და ეტაპობრივად გადაენაწილებინათ ბავშვების სასწავლო პროცესი სხვა სკოლებში.

გარდა ამისა, შენობის შეფასების კვლევა მოთხოვნილია 2025 წლის სექტემბერში და დაწყებულია 2025 წლის 15 დეკემბერს. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სამინისტროს შეეძლო მოეთხოვა ექსპერტისგან წინასწარი მოკვლევის მონაცემები – ღირდა თუ არა ამ სკოლაში სწავლის დაწყება.

სრულ დასკვნას ვლინკავ .