4 და 5 იანვარს ძიუდოს აკადემიაში 12 საათზე გაიმართება სემინარი, რომელსაც გაუძღვება ევროპის ძიუდოს კავშირის კატას მთავარი კომისიონერი სლავიშა ბრადიჩი.
სემინარი შეეხება ნაგენო კატას პრინციპების კიდევ უფრო დეტალურ განხილვას და საშეჯიბროდ მისი გამოყენების დეტალების განსაზღვრას. ასევე ნაჩვენები და განხილიული იქნება კატამენო-კატა ( ქვეჭიდი). სემინარში მონაწილეობა სავალდებულოა პირადი მწვრთნელებისთვის.
აუცილებელია მწვრთნელებმა თან იქონიოთ კიმანოები. რაც შეეხება ძიუდოისტებს, დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის, თუმცა პირადმა მწვრთნელებმა სასურველია უზრუნველყოთ მინიმუმ ორი მოსწავლის დასწრება სემინარზე. ძირითადად მათი, ვინც მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებს სარეიტინგო ტურნირებში.
PS. მომავალი წლის სარეიტინგო ტურნირებში ერთ-ერთ შეჯიბრებად დამატებული იქნება ნაგენო კატას პრეზენტაცია, რომელიც გასცემს იგივე რაოდენობის ქულებს, როგორც რიგითი სარეიტინგო ტურნირი.
- ვკითხულობთ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.