WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. ისტორიულად PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. 2025 წლიდან PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს (PISA 2009+) ჩაერთო. მომდევნო შეფასებები საქართველოში 2015, 2018, 2022 და 2025 წლებში ჩატარდა.

2025 წლის ციკლში PISA-ში ინტეგრირებულია შეფასების დამატებითი სფერო – „სწავლა ციფრულ სამყაროში“ (Learning in the Digital World), რომლის ნაწილიც არის „პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრა“ (Computational Problem Solving), რაც რეალურად მოსწავლეებში კომპიუტერული მოდელირებისა და პროგრამირების უნარებს აფასებს - ამ მიმართულებით ქართველ მოსწავლეთა მიღწევა, სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის დაშორებული საერთაშორისო საშუალოს. კითხვასთან ერთად, ქართველი მოსწავლეების მთავარ გამოწვევად ამ კვლევის მიხედვით, ახალი კომპიუტერული უნარები ჩანს. კითხვაში ბოლო ციკლის შედეგები კვლავ ჩამორჩება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს საშუალო ქულების ზრდა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ძირითადად გამოწვეულია დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეების წილის შემცირებით და არა მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეების მნიშვნელოვანი ზრდით, რაც სხვაგვარად იმას ნიშნავს, რომ სისტემამ შეძლო განსაკუთრებით სუსტი მოსწავლეების გაძლიერება, მაგრამ ვერ უზრუნველყო მაღალი მოსწრების მოსწავლეების გათანაბრება ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყნების თანატოლების სწავლის დონესთან.

დაბალი მიღწევის მოსწავლეთა წილის შემცირების ხარჯზე საქართველომ ამ კვლევაში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ათწლეულის ფარგლებში (2015-2025) საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.

მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველოს შედეგები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. OECD-ის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში ყველაზე მიახლოებული რეიტინგული პოზიცია საქართველოს მათემატიკაში აქვს.

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე კარგ შედეგებს აჩვენებენ მოსწავლეები ჩინეთიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან, ესტონეთიდან, კორეადან, გაერთიანებული სამეფოდან და კანადიდან. მათი მოსწავლეების საშუალო ქულა 2025 წელს 510-სა და 597-ს შორის მერყეობდა. ქართველი მოსწავლეები 422 ქულით სერბეთის, რუმინეთის, მონღოლეთის, კოსტა-რიკის, მოლდოვის, ბულგარეთის, ყაზახეთის და მალაიზიის მსგავს შედეგებს აჩვენებენ.
  • წაკითხულის გააზრებით საქართველო 384 ქულით ტაილანდის, ვიეტნამის, პერუს, არგენტინის, საუდის არაბეთის, ბულგარეთის, ეკვადორის, ყაზახეთის და კვიპროსის მსგავს ნიშნულზეა. ამ კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებლების ათ ქვეყანას შორის არის კვლავ ჩინეთი, იაპონია და კორეა, ასევე ირლანდია, ესტონეთი, ახალი ზელადნია, გაერთიანებული სანეფო და ავსტრალია.
  • მათემატიკაში საქართველო 416 ქულით იმაზე სუსტ პოზიციაზეა, ვიდრე მეზობელი აზერბაიკანი 422 ქულით.
  • რაც შეეხება ახალ კომპონენტს, პრობლემების გადაჭრა გამოთვლითი მეთოდებით, აქ საქართველო იორდანიის მსგავს ნიშნულზეა. საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ ჩინელი, იაპონელი, ესტონელი, კორეელი, ავსტრალიელი, ახალ ზელანდიელი, კანადელი და ბრიტანელი მოსწავლეები. მათ მოსდევს შვეიცარია, ჩეხეთი, აშშ და ლიეტუვა.

ათწლიან ციკლში საქართველოს 10 ქულიანი გაუმჯობესება აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და 8 ქულიანი მათემატიკაში. ზოგადად, რაც უფრო დიდია ჩამორჩენა განვითარებულ ქვეყნებთან, მით უფრო მარტივია შთამბეჭდავი წინსვლის ჩვენება დროის დინამიკაში.

მაგალითად, ათწლიან ციკლში ყველაზე დიდი წინსვლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აქვთ კამბოჯას, თუექეთს, საუდის არაბეთს, ყაზახეთს და დომინიკის რესპუბლიკას. ასევე, ფილიპინებს, კატარს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ამ ქვეყნების ნაწილი (საუდის არაბეთი, ყაზახეთი , დომინიკის რესპუბლიკა და არაბთა გაერთიანებული საამიროები) საქართველოს მსგავსად რეგრესს განიცდიან წაკითხულის გააზრებაში.

საქართველოს წინსვლა მოკლევადიან დროის ინტერვალშიც წინა ცუდი სასტარტო პირობებითაა გამოწვეული - პანდემიის დროს დანაკარგების ნაწილობრივმა აღდგენამ გამოიწვია 2022 წელთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება - თუმცა, აქაც საქართველო კამბოჯას, იორდანიას, მონტენეგროს და არაბთა საამიროების კალათაშია.

Quiz: უპასუხებდი PISA-ს კვლევის კითხვებს?

 უპასუხებდი PISA-ს კვლევის კითხვებს?