გამოცემა “თაიმერის” ცნობით, წალენჯიხა-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის ჯგალის მონაკვეთი გადაკეტილია – მოსახლეობა უწყლოობას აპროტესტებს.
აღსანიშნავია, რომ ხალხი ქუჩაში ამ მოთხოვნით აქამდეც არაერთხელ გამოსულა.
ამასთან, წალენჯიხს მერიამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ასევე, სამხარეო ადმინსტრაციას ბევრჯერ მიმართა ამ პრობემის მოგვარების მიზნით.
ყოფილი გუბერნატორი მოსახლეობასაც შეხვდა და პირობა დადო, რომ წყლის პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.