წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად წალენჯიხას" - ნათქვამია ჯვარის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციაში.
გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში კი გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.
წყარო: palitravideo.ge