4 სექტემბერი 2024, 13:15

2

გუშინ საღამოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში 35 წლის პოლონელი ტურისტი ქალი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.
წინასწარი ვერსიით, მას ფეხი აუცდა და ბილიკზე თავის შემაგრება ვეღარ შეძლო. შემთხვევა ინწრას ხეობაში მდებარე ჩანჩქერიდან დაახლოებით 800 მეტრში მოხდა. ადგილზე პირველები წალენჯიხელი პოლიციელები მივიდნენ, რომლებმაც მაშველების მოსვლამდე შეძლეს ტურისტის ცხედრის პოვნა და 5 კმ-ის მანძილიდან, ხეობიდან ხელით ამოყვანა. ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.