წარვადგენთ დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, დიმიტრი ბიძინაშვილს პოლიცია როგორ აგდებს ძალის გამოყენებით გზის შუაში – ადვოკატი

3 hours ago 2

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოზე წარადგენენ ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ:

“წარვადგენთ ვიდეომტკიცებულებას, დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს დიმიტრი ბიძინაშვილი და სხვა პირებიც, როგორ იმყოფებიან არასავალ გზის ნაწილზე, მაქსიმალურად მარცხნივ და მის გარშემო არის პოლიცია. თავდაპირველი ვიდეო არსებობს, სადაც პოლიცია ეუბნება შეკრებილ პირებს, რომ მისცემდნენ საშუალებას გზის გადაკვეთის, მიუხედავად იმისა, რომ გზის გადაკვეთის მცდელობა არ ყოფილა, ამის შემდეგ რატომღაც რამდენიმე ადამიანი პოლიციის ფორმაში, მიდის დიმიტრი ბიძინაშვილთან, გამოჰყავს მოქალაქეებისგან გარეთ, რამდენჯერმე ძირს აგდებენ და ძალის გამოყენებით მიჰყავთ გზის შუაში. შესაბამისად, ალბთ ბრალდების მხარე ამას აღიქვამს, რომ გადაკვეთა, როდესაც თავად პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობს, რომ მიიყვანოს. ამ კადრებს წარვადგენთ ჩვენ სასამართლოში” განაცხადა ადვოკატმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც ბიძინაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

სრულად წაკითხვა