გოგა ოთინაშვილმა (65 კგ), აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ბრატისლავაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ოთინაშვილის მეტოქე ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი იბრაგიმოვი იქნებება. ქემერტელიძე სომეხ ანდრეასიანს დაუპირისპირდება, მაჭარაშვილი - უნგრელ ვეგს.
ცნობისთვის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.