წარუკიანის შემდეგ, სომხეთიდან გასვლის უფლება არც რობერტ ქოჩარიანს მისცეს

3 days ago 12

სომხეთში პოლიციამ ზვარტნოცის აეროპორტში ქვეყნის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

მანამდე ქოჩარიანის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი სომხეთს სამი დღით ტოვებდა. მათი განცხადებით, ვიზიტი პირადი ხასიათის იყო, დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მხოლოდ წინასაარჩევნო დატვირთული გრაფიკის გამო გადაიდო.

ქოჩარიანის ოფისში ასევე აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის კერძო ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, წინასწარ არასდროს საჯაროვდებოდა, რადგან ისინი პირად ხასიათს ატარებდა.

„თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიეთ საზოგადოება წინასწარ დაგვეცვა იმ მორიგი სიცრუისგან, რომლის გავრცელებასაც ხელისუფლების მხრიდან ველოდებით“, – ნათქვამია ქოჩარიანის ოფისის განცხადებაში.

ამ დროისთვის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაცია არ გავრცელებულა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფუძვლით არ მისცეს ქოჩარიანს დატოვების შესაძლებლობა.

არჩევნების შემდეგ სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს ასევე ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს, რომლის პარტიაც მოანწილეობდა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ გამსვლელი 4% ვერ დააგროვა.

სრულად წაკითხვა