"წესები შეცვალეს და ამიტომ არ გააძევეს ჯონათან ტა" - ყოფილი მსაჯი მარკ კლატენბურგი

8 hours ago 3

ჟოაო პედროსა და ჯონათან ტას გუშინდელ სათამაშო ეპიზოდს ყოფილი მსაჯი, მარკ კლატენბურგი აფასებს, რომელსაც მიაჩნია, რომ არბიტრმა ყვითელი ბარათის ამოღებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

ჩელსიდან ითქვა, რომ ტა გაძევებას იმსახურებდა, თუმცა ამ ეპიზოდში განსაკუთრებული და გადაჭარბებული ძალის გამოყენება არ ყოფილა, წითელი ბარათი კი გოლის გატანის შესაძლებლობის ჩამორთმევად შეფასდებოდა. იმის ფონზე, რომ დარღვევა მოედნის ცენტრში მოხდა და ბაიერნის მცველს სიტუაციის განსამუხტად გოლამდე დიდი დრო ჰქონდა, წითელი ბარათის ამოღება არასწორი იქნებოდა.


გარდა ამისა, წესები შეცვლილია და ახლა განზრახვას ყურადღებას აღარავინ აღარ აქცევს. ახლა მთავარი გამოყენებული ძალისა და მიზანმიმართული უხეშობის გაზომვაა იმასთან მიმართებით თუ რამდენად ერთმევა შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ტას და პედროს ეპიზოდი არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, შესაბამისად, წითელი ბარათის გამოყენებაც არ იყო საჭირო.

- თქვა კლატენბურგმა.

სრულად წაკითხვა