WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

„დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 25-30 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 30-35. თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34 გრადუსი იქნება“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ლია კაკიაშვილმა.