WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალას საქართველოს ფაუნის წარმომადგენლის შესახებ – ამჯერად გაიცანით წითელმუცელა ბოლოცეცხლა:

🟢 წითელმუცელა ბოლოცეცხლა კავკასიის მაღალმთიანეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბინადარია. ეს სახეობა გამორჩეულია მკვეთრი სქესობრივი დიმორფიზმით: მამლებს აქვთ მუქი შავი სხეული, ჟანგისფერი-წითელი მუცელი და კუდი, თავზე კი თეთრი ქოჩორი/ქუდი მშვენებთ. დედლები რუხი-ყავისფერი შეფერილობისანი არიან. ის ნამდვილი აღმოჩენაა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის.

ზაფხულში კავკასიაში მას შეხვდებით მაღალმთიანეთში: ხეობებსა და კლდეთა ნაშალებში, ზღვის დონიდან 3600 – 5200 მეტრის სიმაღლეზე, ხშირად მყინვარებისა და მუდმივი თოვლის მიჯნაზე, სადაც ძირითადად მწერებითა და ობობებით იკვებება.

ზამთრის პერიოდში, როდესაც ალპური მდელოები თოვლით იფარება, წითელმუცელა ბოლოცეცხლა გადაადგილდება მდინარის ხეობებში, სადაც საკვებად საჭირო კენკროვნებია გავრცელებული.

ამ ფრინველს ახასიათებს კუდის სპეციფიკური, სწრაფი ქნევა („ცეცხლოვანი კუდი“), რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შტრიხია.

წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus)
პარალელი