“წინასწარვე გეტყვით, დღეს დაკავებულ პირებს ბრალდებებად წარუდგენენ შემდეგი შინაარსის ბრალდებებს…” – არჩილ გამზარდია

2 weeks ago 6

3

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

წინასწარვე გეტყვით, ისევ ტოტალიტარიზმის პრინციპით, დიდი ალბათობით, დღეს დაკავებულ პირებს ბრალდებებად წარუდგენენ შემდეგი შინაარსის ბრალდებებს (რადგანაც იურისტი არ ვარ, მხოლოდ აღმწერ აქცენტებს წარმოვადგენ):

* სახელმწიფოს გადატრიალების ან რაიმე მსგავსი ტიპის ბრალდებას.

* ე,წ, უკანონო საშუალებების შენახვას. რა მნიშვნელობა აქვს სადმე რამე ნახეს თუ არა.

* უცხო ქვეყნის აგენტურის მიმართულებით ბრალდებებს,

* შესაძლოა ბრალდებები ფინანსური მაქინაციების მიმართულებით.

* ბრალდებები რაიმე ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობების მიმართულებით.

დიდი ფანტაზია არ უნდა ამ ყველაფერს, რომ “ქართული ოცნება” შეეცდება პროტესტის დაშინებასაც, გამარგინალებასაც, დააპატიმრებენ რა მის სტრატეგებს და ორგანიზატორებს და დაადანაშაულებენ რა ანტისახელმწიფოებრივი და სხვა კრიმინალური საქმიანობების მიმართულებებით.

ეს არის ტოტალიტარიზმის დამკვიდრების შემდეგი ეტაპი, რაზეც წინა პოსტში ვწერდი და რეპრესიული მექანიზმების გამძაფრების ძალისხმევა.

სრულად წაკითხვა