წულუკიანს ციხეში მჟავე მაწონი და გამხმარი “ბულკები” უნდა მივუტანო – ალეკო ელისაშვილი

1 week ago 10

წაკითხვა: 2

ხელისუფლებას რომ შევცვლით, პირდაპირ კომისიის საქმეებს ავიღებთ და მათზე დაყრდნობით წულუკიანის თამადობით, კომისიის წევრებს გავამწესებთ სადაც საჭიროა – სამშობლოს ღალატისთვის, ციხეში”– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა 20 მაისს, “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, წულუკიანი ციხეში აღმოჩნდება.

“მოღალატეები არიან. მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს, უმსგავსო სოზარს, დეგრადირებულ ადამიანს. კარგი მაწონი რატომ უნდა მივუტანო? მჟავე მაწონი და გამხმარი “ბულკები” უნდა მივუტანო, რომ მერე ღრღნან. როგორ დეგრადირდა სოზარ სუბარი, გათახსირდა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა – იმას ებრძვის, თავის წარსულს ებრძვის, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან. ისე ღრმად შეტოპეს, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისული ნაბიჯი, მათი დაფშვნის წინაპირობაა, მათ თავიანთი თავი ამ სიტუაციაში თავად შეიყვანეს, მაგრამ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა მოუწვეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა