“ხალხის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური მეთოდებით იძულებას, ჩამოშორდეს ხელისუფლებას, დამხობა ჰქვია” – ლელა ჯეჯელავა

22 hours ago 2

ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენას კონკრეტული პოზიციით და განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

ხაბესთვის წაყენებული ბრალი აჩვენებს, რომ დაჭერების პროცესი გაგრძელდება. ყველას მოკიდებენ ხელს, ვისაც საფრთხედ მიიჩნევენ, ვინც 4 ოქტომბრის იდეას ემხრობა.

ხელისუფლების შეცვლა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა არჩევნებითაც და არა არჩევნებითაც, თუ ხელისუფლება არალეგიტიმურია.

ხელისუფლება რომ არალეგიტიმურია ამას სამართლებრივად ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დოუკმენტები. 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტპოლები და ქართველი ხალხის 290 დღიანი უწყვეტი პროტესტი.

ისევ ქართული ენის გრამატიკაში გაიჭედენ დამხობასთან დაკავშირებით, ისე როგორც ჯილდო-ქრთამის ამბავში😊.

ხალხის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური მეთოდებით იძულებას, ჩამოშორდეს ხელისუფლებას, დამხობა ჰქვია“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა