ხანძარი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე

2 days ago 4

ხანძარი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე – „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულია სამი ადამიანი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

სრულად წაკითხვა