ხანძარი სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში

1 day ago 2

სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ  დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ.

“შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, ერთი წყალგამტარი და საპატრულო დანაყოფები. წინასწარი მონაცემებით, საწყობში პიროტექნიკური ნაწარმი იწვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა