“ხარება“ მარტო არ დადის, რომ დადის ხალხი დაჰყვება და ყველა მათგანი დანიშნული ჰყავს ან სამმართველოს უფროსად, ამ მთავარი სამმართველოს უფროსად, მანდ რიგითი თანამშრომელი არ გეგონოთ, მის მანქანას 20-25 ადამიანი დასდევს და ელოდებიან, როდის მისცემს ბრძანებას“, – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც აქციების დარბევის დროს ხდება არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდება და ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის კონტროლიდან გასული და მთლიანად მოშლილი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
ეს არის კონტროლიდან გასული და მთლიანად მოშლილი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. სისტემა, რომელიც უნდა მოქმედებდეს კანონების ფარგლებში და ზრუნავდეს მოქალაქეებზე, ამას არ აკეთებს. ივანიშვილი კონკრეტულ დღეს და ღამეს გავა ხარებასთან კავშირზე, გომელაურისგან მიიღებს ის დავალებას, თუ სხვა პოლიტლიდერისგან ამას მნიშვნელობა არარ აქვს. დღეს ხალხს წაართვეს ერთადერთი კონსტიტუციური უფლება, ხელისუფლების მიმართ მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.
გდდ-მა რაც იკადრა, ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინსიტრო, ეს არის სისტემის ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებული ბანდფორმირება, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, თავგასულობა, არავინ მათ არ აკონტროლებს და ამიტომ ვიღებთ ამ შედეგებს“, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.