ჯანლუიჯი დონარუმას წარმოუდგენელი სიტყვები კვარაცხელიას შესახებ – რა თქვა პსჟ-ს მეკარემ ხვიჩაზე

3 hours ago 2

პსჟ-ს მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ იუთუბ გადაცემა Viva El Futbol-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

დონარუმა: „კვარა შესანიშნავი ბიჭია. ვიდრე პსჟ-ში გადმოვიდოდა, მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ თუ რამეში დავჭირდებოდი, ჩემთვის მოეწერა და დავეხმარებოდი.

ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაოცებულმა მკითხა: „შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’’

კვარას პსჟ-ში ადაპტაცია კარგად მიდის, მას შეუძლია გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანოს. სათამაშო კლასით სხვებზე მაღლაა და ეს ვარჯიშებზეც ნათლად ჩანს.

არ ვიცი, კვარას გამო, ენრიკე შეცვლის თუ არა ტაქტიკას. მე ვფიქრობ ისევ 4-3-3 სქემით ვითამაშებთ, მაგრამ არ ვიცი, ენრიკე რა გადაწყვეტილებას მიიღებს’’. – ამბობს დონარუმა.

წყარო : Crystalsport.ge

Post Views: 1

სრულად წაკითხვა