ხაშურის მერია სპორტ-კომპლექსის ასაშენებლად ფართს ლუკა მაისურაძეზე ასხვისებს

2 hours ago 2

ხაშურის მერია სპორტული კომპლექსის ასაშენებლად ფართს ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეზე ასხვისებს. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, საუბარია 1572 კვ .მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი სპორტსმენი ჩოგბურთის კორტებს და გამაჯანსაღებელ კომპლექს ააშენებს. 

აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების ინიციატივით, მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. დეპუტატები საკითხს კენჭს მომავალ სესიაზე უყრიან. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 1572 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ყოფილი ჩოგბურთის კორტების გასხვისების მიზნით, მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“, – ამ ფორმითაა შეტანილი საკითხი მომავალი საკრებულოს დღის წესრიგში. 

როგორც “მოზაიკას” ხაშურის მერიაში უთხრეს, ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის ასაშენებლად სპორტსმენი 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

ეს არის ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია. 20 წელია, ეს ადგილი უფუნქციომ ჩამონგრეული და ამორტიზირებულია. ინვესტორი თუ გააკეთებს ჩოგბურთის კორტებს და გაჯანსაღებელ კომპლექს, ამაში მერიას არაფერი რესურსი არ დაეხარჯება“, – გვითხრა სეგო ლალიაშვილმა, ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა. 

აღსანიშნავია, რომ ფართის გადაცემადე, ხაშურში ლუკა მაისურაძის მიერ დაგეგმილი სპორტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია უკვე მოეწყო. შეხვედრა 25 იანვარს ჩატარდა. 

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულ ოცნებას” ღიად დაუჭირა მხარი – ის პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაში ხაშურის მერთან და დელეგატობის კანდიდატთან ერთად მონაწილეობდა. მანამდე კი, მაისურაძემ თენგიზ ჩიტიაშვილისგან და ზაალ დუგლაძისგან ხაშურის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

სრულად წაკითხვა