ხაშურის მერიამ 8 მლნ 893 922 ლარის ტენდერი გზების რეაბილიტაციაზე გამოაცხადა

11 hours ago 1

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წელს 14 დასახლებაში გზების რეაბილიტაციისთვის 8 მლნ 893 922 ლარი გამოყო.

სატენდერეო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა სხვადასხვა დასახლებებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • სოფელ ვაყაში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის – 500 000 ლარი;
  • სოფელ ხცისში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის – 340 455 ლარი;
  • სურამში, აღმაშენებლის მე-2 ჩიხის რეაბილიტაციისთვის – 75 388 ლარი;
  • სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში გზის რეაბილიტაციისთვის – 405 885 ლარი;
  • სურამში, გრიგოლ სურამელის N105 მიმდებარედ გზის მოწყობისთვის – 388 818 ლარი;
  • ხაშურში, აგარის ქუჩის გზის მოასფალტებისთვის – 1 582 593 ლარი;
  • სურამში, დიდგორის და ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის – 514 098 ლარი;
  • სურამში, ბუღაურის დასახლებაში გზის რეაბილიტაციისთვის – 596 908 ლარი;
  • ყიფიანთუბანში შიდა გზის მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის – 806 490 ლარი;
  • სურამში, სააკაძის ქუჩის, წერეთლის ქუჩის და შარტავას ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 438 316 ლარი;
  • სოფელ გომში შიდა გზების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის – 987 499 ლარი;
  • სურამში, კაკალათხევის დასახლებაში შიდა გზის მოწყობისთვის – 326 810 ლარი;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზემო-სერის ტყე-პარკთან მისასვლელი გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობისთვის – 1 892 530 ლარი;
  • სურამში, ე.წ. ,,გოგალაძეების უბნის” რეაბილიტაციისთვის – 538 132 ლარი.

პროექტების ნაწილი, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მრავალწლიანია – ასეთებია მაგალითად, ხაშურში ზემო-სერის ტყე-პარკთან მისასვლელი გზის მოწყობა, კაკალათხევის დასახლებაში შიდა გზების მოწყობა, გომსა და ყიფიანთუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია და ხაშურში, აგარის ქუჩის მოასფალტება. 

სრულად წაკითხვა