ახალი ამბები
1 second ago
1 წუთის საკითხავი
ხაშურის მერიამ ნაძვის ხის ანთება და საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს დაგეგმა. რაც შეეხება 31 დეკემბერს, მერის მოადგილის თქმით, ახალი წლის ღამეს ხაშურში საზეიმო ღონისძიება არ ჩაყარდება.
“ნაძვის ხის ანთება და საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს დაიგეგმა. კონცერტი ცენტრალური მთავრობის ინიციატივით გაიმართება, მომღერლების ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება სხვა საახალწლო კონცერტს, წელს არ გვექნება“, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.