მწერალი, ალეკო შუღლაძე:
ეს ორი ჯიგარი ვნახე დღეს, საერთოდ არ გამოცვლილან…
დიალოგს შევესწარი, ტარანტინოს პერსონაჟები მეგონნენ.
– რავი, კაი გოგოა, ცოლად მოიყვანე.
– მე თვითონაც გამიხარდება.
– მე ვნახე და უწესო გოგო არ ჩანს.
– არ არის უწესო, წესიერია.
– წესიერია, ჰო?
– კი.
– ჰოდა, შენ ადგილზე, ცოლად მოვიყვანდი.
– რას ამბობ, ვერ გავიგე!
– შენ ადგილზე რომ ვიყო, ცოლად მოვიყვანდი.
– ჩემ ადგილზე რატომ უნდა იყო?
– შენ ადგილზე კი არა, შენ მაგივრად-მეთქი, ეგ ვიგულისხმე.
– ჩემ მაგივრად მაგ ამბავში პროსტა ვერ იქნები.
– რა ვერ გაიგე, შეჩემა, შენ ადგილზე რომ ვიყო, ცოლად მოვიყვანდი-მეთქი.
– რატომ უნდა იყო ჩემ ადგილზე?!
– აუ, იდი ნახუი რა!
– შენ თვითონ იდი ნახუი!
– ჰოდა, ამ ჩემ ყლეს, თუ არ მოიყვან კიდე!
მეორე დღეს.
ხელი დამკრა უკნიდან ზურგში გამეტებულად, მივტრიალდი, ტიპი ვერ ვიცანი, რა ხდება-მეთქი.
– რა ხდება და ის რაღაც რომ დაწერე გუშინ, ორი მასტი ცოლის მოყვანა-არმოყვანაზე რომ ბაზრობს, ეგ ჩვენი ნაბაზრია, ჩემი და თაზოსი და ხალხმა გვიცნო და უნდა წაშალო.
– ჰო, მაგრამ თქვენგან არ მომისმენია, სხვებისგან მოვისმინე.
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩვენც იგივე ვილაპარაკეთ და ახლობლებმა გვიცნეს და გოგოს მამაც ხელს გვადებს და არ გვაწყობს, ძმაო.
– იმას ვერ წავშლი, მაგრამ უარვყოფ, რომ თქვენ იყავით.
– რას იზამ?
– უარვყოფ რა, სხვები იყვნენ-მეთქი, დღესვე დავწერ.
– დაწერე, მაგრამ რამე არ შეგეშალოს.
მოკლედ, გიო და თაზო არ ყოფილან, სხვები იყვნენ.

4 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·