“ხელისუფლებამ ახალი ფულის დაზგა მოიფიქრა მოხელეებისათვის – სასკოლო ფორმებზე ფულის კეთება” – არჩილ გამზარდია

1 week ago 16

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია:

ხალხი საჯარო სკოლებში შვილებს ზოგჯერ ღვეზელის ფულსაც ვერ ვატანთ, სასწავლო პროცესში სპექტაკლების ფული ჭირს, ექსკურსიებზე ვერ ვუშვებთ და ახლა ხელისუფლებამ ახალი ფულის დაზგა მოიფიქრა მოხელეებისათვის – სასკოლო ფორმებზე ფულის კეთება.

ჩემი უმცროსი შვილი მე-5 კლასშია, შემოდგომიდან იძულებით ერთი წლის გულისთვის უნდა შემოგვასაღონ ფორმები, თან ორი ხელი ფორმა მაინც ხომ სჭირდებათ.

სკოლის შესასვლელში პრემიერის ან ექსპრემიერის (უფრო ლოგიკურია) დიდი ფოტოები გამოჭიმეთ კიდევ სკოლებში და მათივე ბიუსტები სკოლის წინ, ეგეც სავალდებულო გახადეთ.

პ.ს. აქვე განცხადებას გავაკეთებ, 2027 წლიდან ვის გინდათ მეორადი სკოლის სამოსი? იაფად გავყიდი.

საბჭოთა სკოლავ წინ!” – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში და ასევე აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, სადაც სასკოლო ფორმა სავალდებულოა:

რომელ ქვეყნებში აიძულებს ხელისუფლება სკოლებში ფორმით სიარულს:
India – საჯარო და კერძო სკოლების უმეტესობაში ფორმა სავალდებულოა.
China – სკოლების დიდ ნაწილში გამოიყენება უნიფორმა.
Malaysia – საჯარო სკოლებში ფორმა სავალდებულია.
Thailand – საჯარო და კერძო სკოლებში ფორმა რეკომენდირებული და ხშირ შემთხვევაში სავალდებულოა.
Sri Lanka – სკოლებში (მათ შორის საჯარო და კერძო) ფორმის ტარება ხორციელდება როგორც წესი.
Kenya – საჯარო სკოლებში უნიფორმა ხშირია და სავალდებულო.
South Africa – საჯარო და უმეტესობა კერძო სკოლებში გამოიყენება — ფორმა არის პრაქტიკა.
Cuba – სკოლებში სავალდებულო ფორმაა.
Costa Rica – ოფიციალურად სავალდებულო ფორმა აქვს საჯარო სკოლებში.
მცირე სახელმწიფოებში – მაგ: Tuvalu, Nauru, Niue, Tokelau — სკოლებში ფორმა სავალდებულია.

თავად განსაჯეთ, რაზეა ორიენტირებული ხელისუფლება და რა ტიპის საზოგადოების შექმნას ცდილობს სასკოლო განათლების გზით“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

სრულად წაკითხვა