21
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
სტოკჰოლმის და ჰონგ კონგის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ერთობლივი მასობრივი კვლევა ჩაატარეს 12-18 წლის 27 ათას ჩინელ მოსწავლეზე. ჩინელებზე იმიტომ, რომ იქ ყველაზე მასიურად და აგრესიულად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ როგორც მსახურს, რომელიც მათ მაგივრად ასრულებდა დავალებებს, გამოცდებზე ჰქონდათ ძალიან დაბალი ქულები. გამოცდებზე ცხადია მათ არ ჰქონდათ წვდომა ხელოვნურ ინტელექტზე და თავად უწევდათ დავალების შესრულება.
ის მოსწავლეები კი, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ როგორც მასწავლებელს, რომელიც გამარტივებულად უხსნიდა მათ რთულ საკითხებს, გამოცდებზე მაღალ ქულებს იღებდნენ.
ანუ, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ხელოვნური ინტელექტი ზარმაცებს და სულელებს უფრო ასულელებს და ჭკვიანებს და ბეჯითებს კი უფრო აჭკვიანებს.
რა მაგარი იყო დავით გურამიშვილი …
“ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის,
ჭკვა ცოდნით მოიხმარების”.
უბრალოდ, ჩასვით “ჭკუის” ნაცვლად “ხელოვნური ინტელექტი” ამ გენიალურ ფორმულაში.
საერთაშიროსო alia.ge