“ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ“ – რას წერს დათო გორგილაძე

4 days ago 3

ჟურნალისტი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს და რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების განცხადებების საპასუხოდ, პირემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

“ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყულში ყოველი მომდევნო მხილების გამო

გუშინ მადლობა გადაუხადეს 5 ქვეყანას; ხუთიდან სამმა შემოუთვალა, ხომ არ გძმარავთო;

დღეს თქვეს, რომ აიძულეს მხარდაჭერის უარყოფაო.

ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ – ცრუ ისტორიკოსების მოგონილი ქვეყნებია ფულის სანაცვლოდ, კარტოგრაფებს კი გლობალური ომის პარტიამ ფული გადაუხადა რუკებზე მათი დატანისთვის.

მათი სინდისი ფეხსაცმელივითაა – რაც უფრო ძველდება, მით უფრო ნაკლებად უფრთხილდებიან და ტალახის გუბეებშიც უდარდელად დააბიჯებენ“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა