“ხვდებით სად ხართ? მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

4 days ago 3

“ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან გერმანიის ელჩის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ;

ერთმანეთის შვილებს იჭერთ, მერე მამა იძულებულია უარი თქვას მართალ შვილზე;

თქვენს მიერ ნაცემ პატარა გოგონებზე ამბობთ „ქალი კი არა, ადამიანიც არ არისო“ და მოძალადეებს “ნამდვილ ვაჟკაც ბიჭებს” ეძახით;

ხვდებით სად ხართ? მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა.

ქვეყნისთვის კი არა ერთმანეთისთვისაც საშიშები ხართ უკვე.

ამიტომ აუცილებელია 4 ოქტომბერი! იმისთვის, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ თქვენგან და თქვენც დაგაბრუნოთ სკამისა და ძალაუფლების გარეშე ადამიანური ცხოვრების პირობებში“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ინფორმაციისთვის: შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში მწვავე პოსტი გამოაქვეყნა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით:
მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, “ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

სრულად წაკითხვა