2024/25 წლების სეზონი ნელ-ნელა დასასრულდ უახლოვდება და ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ ვინ მოიგებს ოქროს ბურთს.
აღნიშნული პრიზის მოგების მთავარი 3 ფავორიტი ლამინე იამალი, რაფინია და უსმან დემბელეა.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი შანსები ასე გამოიყურება:
- იამალი - 28.6%
- რაფინია - 23.2%
- დემბელე - 16.7%
ოქროს ბურთის ტოპ 10-ში მე-10 ადგილს კი კილიან მბაპე და ხვიჩა კვარაცხელია იყოფენ 1.9% შანსით.