ფრანგული ლიგა 1-ის 26-ე ტურში ფრანგული დერბი შედგება. ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" და "მარსელი" ერთმანეთს "პარკ დე პრენსზე" დაუპირისპირდებიან.
ცნობილი გახდა შეხვედრის სასტარტო თერთმეტეულები, სადაც მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულშია ქართველი შემტევიც.
მატჩი 23:55 საათზე დაიწყება, სატურნირო ცხრილში კი პარიზელები 68 ქულით ლიდერები არიან, მთავარი მდევარი სწორედ "მარსელია", რომელიც მეორე პოზიციას 49 ქულით იკავებს.