ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მ პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე და მის სწორ პოზიციაზე დაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ გოლი მარჯვენა ფლანგიდან გაიტანა, აშკარაა, რომ ის თავს უფრო კომფორტულად მარცხენა ფლანგიდან გრძნობს. ეს არის პოზიცია, სადაც კვარაცხელია ნაპოლიში თამაშობდა.
სწორედ მარცხენა ფლანგიდან მოატყუა ხვიჩამ არნოლდისა და გრავენბერხის დუეტი, რის შემდეგაც სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა.
ლივერპულთან ქართველი მარცხნივ ბევრად მოწადინებული და შთაგონებული ჩანდა, რის შემდეგაც ეს პოზიცია ენრიკემ მეორე ტაიმში სრულებით მას დაუთმო, შემტევთა სამეულის სწორი ფორმულირება კი წარმატების გასაღები იქნება.
- წერს გამოცემა.