"ხვიჩა ჩემთვის მოტივაციის წყაროა" - ქართველის ყოფილი თანაგუნდელი

3 hours ago 1

„რუბინის“ მცველმა ილია როჟკოვმა ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ვარჯიშის გამოცდილებაზე ისაუბრა.

როჟკოვის თქმით, როცა ხვიჩა გუნდში მოვიდა, ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო და ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშობდა. „ერთი კვირით ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და მაშინვე ვნახე, რომ ხვიჩასთან ერთად ვარჯიში სხვა დონის გამოცდილება იყო. ბურთი ფეხებს შორის ორჯერ გამიძვრინა“, – იხსენებს მცველი.

როჟკოვი ხვიჩას პროგრესსაც აღნიშნავს: „თუ შევადარებით რუსეთში მოთამაშე და ახლა პსჟ-ში მოთამაშე ხვიჩას, აშკარაა, რომ როგორც ფეხბურთელი ძალიან გაიზარდა“.

ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ხვიჩას მაგალითი მოტივაციას აძლევს: „თუ არ გაჩერდები და მუდმივად იმუშავებ, ყველაფერი შესაძლებელია“.

სრულად წაკითხვა