"ხვიჩა ჯეიმსს ჰოსპიტალში დააბრუნებს" - რას წერენ ფრანგები ჩელსისთან ფინალის წინ

23 hours ago 2

ხვალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ოფიციალურად სრულდება, საფინალო შეხვედრაში კი ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან.

იქამდე გთავაზობთ ფრანგი გულშემატკივრის კომენტარებს, რომლებსაც ისინი ხვალინდელი მატჩის წინ სოციალურ ქსელში წერენ:

"შეუძლებელია რეალს 4:0 მოუგო და ფინალში დამარცხდე, ეს ფიზიკის კანონებს სცდება"

"ხვიჩა ჯეიმსს კვლავ ჰოსპიტალში გაგზავნის"

"ხვალ ჩელსი ნახავს, რომ მათი პროგრესი მოჩვენებითია"

"არათუ ჯეიმსი და კუკურელია, ახლა მსოფლიოში არ არსებობს დაცვა, რომელიც დუეს, დემბელეს და კვარას გააჩერებდა"

"ასეთი გუნდის ხილვას ველოდი წლები, როცა ფინალამდეც იცი რომ ტიტული აუცილებლად შენს გუნდს დარჩება"

"ლიგის ფინალში დუემ გაიბრწყინა, ახლა იგივეს კვარასგან ან დემბელესგან ველი", - წერენ ფრანგები.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი ფინალი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სრულად წაკითხვა