"ხვიჩას გოლმა ამიტომ გამაღიზიანა" - ატალანტას მწვრთნელის კომენტარი

2 hours ago 2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ატალანტამ“ უმძიმესი მარცხი იწვნია — ბერგამოელებმა შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:4 დათმეს.

მატჩის შემდეგ იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა, შეხვედრა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლის ეპიზოდზეც გააკეთა კომენტარი.

უნდა გვეთამაშა უფრო ხარისხიანად, მაგრამ პირველი გოლი ძალიან სწრაფად გავუშვით, რამაც თამაშის სურათზე სერიოზული გავლენა მოახდინა. შემდეგ 20 წუთში ანგარიშის გასათანაბრებელი შესაძლებლობებიც გვქონდა, თუმცა მეორე ბურთი ზედმეტად მარტივად მივიღეთ. სწორედ ამიტომ, ამ გოლმა განსაკუთრებით გამაღიზიანა,“ – აღნიშნა იურიჩმა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად მტკივნეული ანგარიშისა, ეს შეხვედრა გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება:

დღეს ყველა კომპონენტში ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, ასეთი მატჩები საუკეთესო საშუალებაა, რომ საკუთარ სისუსტეებში დავრწმუნდეთ და სამომავლოდ სურათი გავაუმჯობესოთ.

სრულად წაკითხვა