ამასთან, ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ განაცხადა, რომ მის შვილს აუტანელი ტკივილები აქვს და „არ სძინავს ღამე ტკივილისგან“.
რა თქვა ექიმმა
პროფესორმა, რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, - რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუშაობს, - 25 ივნისს, საღამოს რვა საათზე პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„პაციენტის გასინჯვის შედეგად რამდენიმე სახსრის დაზიანება გამოვლინდა, - როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური სახსრებისა.
საუბარია წვრილ სახსრებზე, ფალანგებზე, მუხლებზე, მენჯ-ბარძაყებზე, რომელთა ნაწილის გასინჯვა ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ამის მცდელობა ჰქონდა“.
„ძლიერი ტკივილი“ - რას აღწერს ექიმი
ექიმის თქმით, გაეცნო რადიოლოგიურ კვლევას, რომელიც 2026 წლის აპრილშია ჩატარებული, - კვლევით ვლინდება „რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, არის სახსრის გავა-თეძოს სახსარი, რომლის ანთებაც არის აღწერილი“.
„არის ძლიერი ტკივილი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელჯოხს ხმარობს, უჭირს, თუმცა ასრულებას გარკვეულ მოძრაობებს თვითმომსახურების ფარგლებში“, - თქვა მან.
ექიმ მაკა იოსელიანის თანახმად, არსებული მონაცემების მიხედვით, საუბარია რევმატულ პათოლოგიაზე: „ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს, რადგან 2024 წელს მხოლოდ პერიფერიული სახსრები იყო“.
„2024 წელს თურქი ექიმების მიერ დაისვა დიაგნოზი რეაქტიული ართრიტი, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია“, - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, 2024 წელს თურქეთში კვლევით ხოშტარიას დაუდგინეს „ჰემოლიზური ანემიის არსებობა“, იმავე პერიოდში საუბარი იყო გარკვეულ ინფექციებზეც, რომლებზეც მკურნალობა ჩაუტარდა, იმავე წლის გარკვეულ პერიოდში იყო ფილტვის დაზიანებაზეც, თუმცა ამის სრულად შემოწმება ვერ მოხდა.
„მულტიპროფილურ კლინიკაში“
მისი თქმით, ეს ყველაფერი აუცილებელს ხდის გამოკვლევების ჩატარებასა და სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციას.
„უამრავი კვლევა [უნდა] ჩატარდეს. უნდა განისაზღვროს, თუ რა როლი აქვს ავტო-იმუნურ ჰემოლიზურ ანემიას, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში [გამოავლინეს], ეს საფრთხე მხოლოდ ჰორმონის მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მოიხსნა“.
„ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი“, - განაცხადა მან.
„არცერთი ქვეყნის ექიმი გამოკვლევას არ და ვერ დაიწყებს, სანამ სრულად კვლევა არ ჩატარდება“,- განაცხადა მაკა იოსელიანმა.
რას ამბობს დედა
ელენე ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ „ფორმულასთან“ სატელევიოზიო ჩართვისას განაცხადა:
„ის, რაც მე ვნახე, წარმოუდგენელია. ოსვენციმი მოაწყვეს აქ, თუ რაშია საქმე? რას ბოდიალობენ, რას ლაპარაკობენ საერთოდ [ხელისუფლების წარმომადგენლები]?!
მოხრილია, წელში ვერ იმართება, ჯოხზე დაყრდნობილია, - ოღონდ ძალიან ძლიერია შინაგანად...
შეიძლება, შოკში ჩავარდეს ტკივილისგან. იცით, რა ტკივილს იტანს?! ჯერ როგორ გამოიყურება, - გალურჯებულია, არ სძინავს ღამე ტკივილისგან“.
ექიმმა მაკა იოსელიანმაც განაცხადა, რომ „პაციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა“:
„ეს გაძნელება ჰქონდა ტკივილის გამო. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა. ვერ გავსინჯეთ ტკივილის გამო - გავა-თეძოს სახსარი, ვერ შეფასდა ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა“, - თქვა მან.
„არასოდეს გაღიარებთ“ - ხოშტარია
ელენე ხოშტარია წინა საღამოს, 24 ივნისს გამოეხმაურა მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ფეისბუკზე დაწერა:
„მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არ მკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“
მკურნალი ექიმის შესვლას ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად სწორედ 24 ივნისს ელოდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
- 17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთ თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
- პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·