WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და „დროას“ ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

დღეს ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან „თოდუას” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ იგი ეტლით გადაადგილდება.

„პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ელენე პოლიტიკური პატიმარია“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიუთითებს, რომ ელენე ხოშტარიას ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლის სამართლებრივს, ხოლო დაკისრებული სასჯელი – 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა — მისთვის შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.

„მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.